დვალიშვილი: ჩვენთვის რუსეთისა და საქართველოს მეტოქეობა - ეს სპორტზე მეტია
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მეტ სერას გადაცემის სტუმარი იყო.
ქართველმა „მანქანამ“ ილაპარაკა, თუ რას ნიშნავს მისთვის რუს სპორტსმენებთან მეტოქეობა.
„რუსეთი ჩვენი მეზობელია, მაგრამ ისინი მოძალადეები არიან. რუსები ჩვენთან ჩამოდიან, მათ ვმასპინძლობთ. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს რუს ხალხთან, არამედ პოლიტიკოსებთან და ცუდ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ ქვეყანას პატივს არ სცემენ. რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიპყრო. ჩვენთვის რუსეთისა და საქართველოს მეტოქეობა - ეს სპორტზე მეტია. ყოველთვის. მაგალითად, როდესაც ფეხბურთის მატჩს წააგებ, ხვდები, რომ ეს უბრალოდ თამაშია, მაგრამ აქ უკვე საუბარია ბრძოლაზე“, - თქვა მერაბმა.
Merab Dvalishvili says facing Russian fighters feels deeper than competition ????????
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) July 25, 2025
"Russia is our neighbour, but they're just a bully. We don't have problems with the Russian people, but with the politicians and the bad people who don't respect our country. Every time it's Russia… pic.twitter.com/WA3hFnUyAJ
შეგახსენებთ. რომ დავალიშვილი მომდევნო ჩხუბს 5 ოქტომბერს გამართავს. „მანქანა“ საჩემპიონო ქამარს კორი სენდჰეგენთან გამართავს.