ილია თოფურია, მატეუშ გამბროტი
Aa
Aa

გამროტი: არ მგონია ილიამ ჩემს წნეხს გაუძლოს, ზუსტად ვიცი მას რასაც დავუპირისპირებ

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მეტ სერა მიიჩნევს, რომ პოლონელ მატეუშ გამროტს ძალიან გამორჩეული და „დამახრჩობელი“ ჭიდაობის სტილი აქვს.

გამროტი ერთ-ერთი გამორჩეული გრეპლერია მსუბუქ წონაში. ტოპკონტენდერი ბენეილ დარიუში, რომელიც მას ერთხელ უკვე შეხვდა ოქტაგონზე, ამბობს: „გამროტს შეუძლია პრობლემები შეუქმნას ისეთ ძლიერი დარტყმიან და ტექნიკურ სტრაიკერს, როგორიც თოფურიაა“.

რას ფიქრობს თავად გამროტი ილიასთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ?

„ჩემპიონი მაგარია, ძალიან მაგარი ბიჭია. სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავს დამარცხებული. მაგრამ ჩემთვის ის დაბალია... ძალიან ძლიერი დარტყმები აქვს, მაგრამ მხოლოდ კრივში...

ჩემი სტილი შერეულია, მაგრამ ყოველთვის ვირჩევ ჭიდაობაზე ორიენტირებულ მიდგომას. არ მგონია, რომ ჩემი წნეხის შეჩერება შეძლოს. თუ დავაგდებ და თავს დაიცავს – არაუშავს, გავაგრძელებ.

ჩეინ-რესტლინგი (გადაბმული ჭიდაობა) სწორედ ეს იქნება ჩემი გზა გამარჯვებისკენ, თუ თოფურიას დავუპირისპირდები. ყოველთვის მზად ვარ ხუთრაუნდიანი ბრძოლისთვის. კითხვა ერთადერთია – თუ მოახერხებს ჩემთვის ზუსტად მოხვედრას და გამთიშავს? მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მე გავიმარჯვებ“.

- განაცხადა გამბროტმა UFC-ის პოდკასტში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები