„ილია, ილია, ნუ გამირბიხარ“ | ცარუკიანმა თოფურიას დასცინა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც ილია თოფურიას დასცინა. ვიდეოში ცარუკიანი იხვს მისდევს, რომელსაც „ელ მატადორის“ სახელს უწოდებს და მიგვანიშნებს, რომ თოფურია მას სწორედ ასე გაურბის.
„ილია, ილია, ნუ გამირბიხარ. ნუ გამირბიხარ... კარგი ბიჭი ხარ, არ ინერვიულო, ყველაფერს სწრაფად დავამთავრებ,“ - ამბობს ცარუკიანი ვიდეოში მას შემდეგ, რაც იხვს იჭერს.
როგორც მოგეხსენებათ, MMA-ის სამყაროში ხშირად გამოიყენებენ ინგლისურ სიტყვა „DUCK“-ს და მას უწოდებენ მებრძოლს, რომელიც კონკრეტულ მეტოქესთან ჩხუბს თავს არიდებს (DUCKING). რამდენიმე კვირის წინ, ტომ ასპინალმა დაგვამახსოვრა თავი ფოტოთი, რომელშიც მას კვატი უჭირავს და ამით, ამბობს, რომ „ბოუნსი“ მას თავს არიდებს.
შეგახსენებთ, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ილიამ განაცხადა, რომ ურჩევნია, ქამარი ვაკანტური გახადოს, ვიდრე მომდევნო ორთაბრძოლა ცარუკიანის წინააღმდეგ გამართოს, რადგან დიდი შანსია, არმანი ტრავმის გამო, ბრძოლას ჩაეხსნას