„თუ ქამარი ექნება, მზად ვარ დელა მადალენასაც ვეჩხუბო“ - თოფურია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია მზადაა ჯეკ დელა მადალენას ეჩხუბოს, თუ ავსტრალიელი მებრძოლი ისლამ მახაჩევთან ჩხუბში ჩემპიონის ტიტულს დაიცავს. ამის შესახებ „ელ მატადორმა“ Nelk Boys-თან ინტერვიუში განაცხადა.
რას ამბობს თოფურია:
„მახაჩევთან ჩხუბი მთელი ამერიკის თვალწინ, თეთრ სახლში მსურს. ჯერ მთელი წელიწადია წინ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. წონას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ვიცი, რომ თუ ზედა წონაში ახვედი, უკან დაბრუნება აღარ მოგინდება. თუმცა, თუ ჯეკი ისლამს დაამარცხებს, მასთანაც სიამოვნებით ვიჩხუბებ“.
ცნობისთვის, თოფურიამ 29 ივნისს ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.
რაც შეეხება მახაჩევს, რომელმაც მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულზე თქვა უარი და ქვესაშუალო წონაში ავიდა, ის ჯეკ დელა მადალენას სატიტულო ჩხუბში დაუპირისპირდება, თუმცა ამ ბრძოლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.