ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

გეიჯი: არაფრის დიდებით არ ვაპირებ პიმბლეტთან ბრძოლას, მირჩევნია კარიერა დავასრულო

UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა ჯასტინ გეიჯიმ კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ შესაძლოა UFC-ში კარიერა დაასრულოს, თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელები მის მიმართ ასე მოპყრობას განაგრძობენ.

„გამორიცხულია, არაფრის დიდებით არ ვაპირებ პედი პიმბლეტთან ბრძოლას. თუ UFC-ის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ეს ჩემი გზაა, ესე იგი, მათ მე აღარ ვჭირდები. მესმის, შეიძლება წვრილმანად ჟღერდეს, მაგრამ რეიტინგში მე მესამე ადგილს ვიკავებ. ბოლო ოთხ ბრძოლაში სამი მოგება მაქვს.

მათ კი საჩემპიონო ბრძოლისკენ მიმავალ გზაზე დაასახელეს ახალბედა მებრძოლი, რომელსაც UFC-ში ორი მოგება და ორი მარცხი აქვს. თუ ასეა, და ფიქრობენ, რომ უბრალოდ უნდა გამომიყენონ, სანამ არ წავაგებ, მაშინ მართლა უნდა დავფიქრდე, საერთოდ რას ვაკეთებ აქ,“.

– განაცხადა UFC-ის მსუბუქ წონაში მებრძოლმა ჯასტინ გეიჯიმ MMA Junkie-სთან საუბრისას.

გეიჯიმ მარტში რაფაელ ფიზიევს დამაჯერებლად მოუგო. მის ანგარიშზეა 26 გამარჯვება და 5 მარცხია. მას ილია თოფურიას შესაძლო მომდევნო მეტოქედაც ასახელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები