ხაბიბი: ჯონსის ადგილას არ დავბრუნდებოდი, მისი დრო უკვე დიდი ხანია წავიდა
ჯონ ჯონსმა სწრაფად გადაიფიქრა კარიერის დასრულება მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ UFC 2026 წლის ივლისში (4 ივლისი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე) თეთრ სახლში ღონისძიებას გამართავს.
მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის აზრით, ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მებრძოლს პენსიაზე დარჩენა უნდა აერჩია, რადგან მისმა პიკმა უკვე კარგა ხანია ჩაიარა.
„ანუ, მგონი ახლა უკვე 38 წლისაა. მაგრამ, მოდი, პირდაპირ ვთქვათ - ჯონსი უკვე დიდი ხანია რაც სპორტში აღარ არის. ბოლო 5 წელიწადში რამდენი ბრძოლა აქვს ჩატარებული? ერთი ან ორი. მისი კარიერა ფაქტობრივად დასრულებული იყო. ის ბოლო ორთაბრძოლებიც (ქვემძიმე წონაში) - სანტოსთან და რეიესთან - საკამათო იყო.
მისი პიკი აშკარად წარსულს ჩაბარდა. მერე სირილ განს შეხვდა და მგონი, უბრალოდ ფული მისცეს, მეტი არაფერი.
ყველას აქვს თავისი ოქროს წლები. ჯონსის დრო კი უკვე დიდი ხანია წასულია“.
- განაცხადა ნურმაგომედოვმა Hustle Show-ში.