ჯონსს მხოლოდ თეთრი სახლის ტერიტორიაზე ჩხუბი აინტერესებს
UFC-ის მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა თეთრი სახლის ტერიტორიაზე დაგეგმილ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.
„ბოუნსის“ თქმით, მას ამ დროისთვის მხოლოდ ეს თემა აინტერესებს.
„ვიჩხუბებ თუ არა სხვა ღონისძიებაზე? ვფიქრობ, რომ არა, თუმცა ახლა რთულია რამის თქმა. უბრალოდ მინდა სამუშაოზე ვკონცენტრირდე, თავი კარგ ფორმაში მოვიყვანო და ჩამოვყალიბდე იმ შემოთავაზებებზე, რომლებიც უკვე მაქვს“, - დაწერა ამერიკელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელებში.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიება დააანონსა, ჯონსმა დაწერა, რომ პრომოუშენის მოთხოვნით ორკვირიანი ტესტირება გაიარა, რათა „ყველა შესაძლო ვარიანტი იყოს ხელმისაწვდომი“.
აქვე გეტყვით, რომ „ბოუნსმა“ კარიერის დასრულებაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რის შემდეგაც მძიმე წონის აბსოლუტურ ჩემპიონად ტომ ასპინალი გამოცხადდა.