36 ქართველი სპორტსმენი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებს
Aa
Aa

36 ქართველი სპორტსმენი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის, სპორტის სამინისტროს, სპორტული ფედერაციების, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სპორტის გულშემატკივრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება გახსნა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას წარმატებული ასპარეზობა უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა:

„ოლიმპიური ფესტივალი მნიშვნელოვანი მულტისპორტული შეჯიბრებაა, სადაც თავს იყრიან ევროპის უძლიერესი ახალგაზრდა სპორტსმენები. შესაბამისად, ჩვენი გუნდის წევრებს მაღალი კონკურენციის პირობებში მოუწევთ მედლებისთვის ბრძოლა. გვაქვს მოლოდინი, რომ სპორტის რამდენიმე სახეობაში ჩვენს სპორტსმენების კვარცხლბეკზე ვიხილავთ. ამისთვის საჭირო იქნება ძალების მაქსიმალური მობილიზება და საბრძოლო განწყობა. ასევე ვფიქრობთ, რომ სკოპიეში შევძლებთ წინა ფესტივალის შედეგის გაუმჯობესებას.“

ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციას წარმატებები უსურვა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ. ახალგაზრდა ოლიმპიელებს მოახლოებულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა ძიუდოში პირველმა ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულმა ეთერ ლიპარტელიანმა. დამსწრე საზოგადოებას ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა წარუდგინა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ.

20 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ფესტივალში სპორტის 15 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000 - ზე მეტი სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში ( ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

ღონისძიებაზე საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით ფიცი დადო ტაეკვონდოისტმა ნიკა ღოღობერიძემ.
სპორტსმენთა სახელით სიტყვით გამოვიდა მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი.

ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან: ტყვიის მსროლელი ლიზი აღნიაშვილი და ძიუდოისტი გიორგი მუმლაძე. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე (სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია. 2025 წლის 20-26 ივლისი) საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა:

ათლეტთა სოფელი
ტყვიის სროლა
1. სანდრო ხოსიტაშვილი
2. ლიზი აღნიაშვილი
3. მეგი ქადაგიძე - მწვრთნელი
მაგიდის ჩოგბურთი
4. ნიკოლოზ ჩხარტიშვილი
5. მარიამ გორგაძე
6. ნინო ნინოშვილი - მწვრთნელი
ბადმინტონი
7. დანიელ ვაგარშაკიანი
8. ქეთევან წამალაიძე
9. თამარ მეტრეველი - მწვრთნელი
ცურვა
10. ანასტასია მიქელაშვილი
11. სალი შჩერბაევა
12. ზურაბ კობახიძე - მწვრთნელი
ტაეკვანდო
13. მათე კვანტიძე - 48 კგ
14. თეიმურაზ უკლება - 55 კგ
15. საბა ბეგიაშვილი - 63 კგ
16. ნიკა ღოღობერიძე - 73 კგ
17. ვიოლა ცეცხლაძე - 44 კგ
18. ხატია გაროზაშვილი - 49 კგ
19. ანასტასია გურეშიძე - 55 კგ
20. რომეო გურეშიძე - მწვრთნელი
21. თემური ღლონტი - მწვრთნელი
მძლეოსნობა
22. ლიზი მუღალაშვილი - სიგრძეზე ხტომა
23. კონსტანტინე კორძახია - ბადროს ტყორცნა
24. მათე მეჯიდოვ - სამმაგი ხტომა
25. ტარიელ ორდინიძე - მწვრთნელი
ძიუდო
26. საბა ბოლქვაძე - 50 კგ
27. ალექსი გულუა - 55 კგ
28. ვახტანგ ჭიაბერაშვილი - 60 კგ
29. გიორგი ბაბუციძე - 66კგ
30. ვასილ გამერზადაშვილი - 73 კგ
31. გიორგი მუმლაძე - 81 კგ
32. გიორგი ზურაბაშვილი - 90 კგ
33. იოანე აბალაკი + 90 კგ
34. გიორგი ყიზილაშვილი - მწვრთნელი
35. ალექსი ღვინიაშვილი - მწვრთნელი
36. მარიამ წურწუმია - 48 კგ
37. ნანა გულბიანი- 63 კგ
38. ნინი ძაგანია - 70 კგ
39. ბარბარე გელაშვილი + 70 კგ
40. გიორგი გვიჩიანი - მწვრთნელი
ტანვარჯიში
41. ლიზი გვალია
42. მარია ჟვანია
43. მარიამ პატარიძე
44. მარგარიტა მჭედლიშვილი - მწვრთნელი
45. თეიმურაზ ქოიავა - მწვრთნელი
46. რუსუდან სიხარულიძე - მწვრთნელი
47. ქეთევან ბოლქვაძე - მსაჯი
ველოსპორტი
48. ლუკა მაზმიშვილი
49. მათე ფირანიშვილი
50. ზურა კილაძე
51. ავთანდილ მიკუჩაძე - მწვრთნელი
52. გიორგი დემურაძე - მწვრთნელი
ადმინისტრაცია
53. გიორგი ესაკია - მისიის ხელმძღვანელი
54. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი
55. გიორგი კერესელიძე - ადმინისტრაციული პერსონალი
56. თეონა ომანაძე - პრესს ატაშე
57. ლოლიტა გაბუნია - სამედიცინო პერსონალი

ათლეტთა სოფლის გარეთ
58.ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი
59.ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე - პრეზიდენტი
60.ნინო სალუქვაძე - სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი
61.ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
62.რევაზ რობაქიძე - სეოკ-ის აღმასკომის წევრი
63.ჯონი ცივაძე - სეოკ-ის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი
64.ვლადიმერ ბოჟაძე - სკეიტბორდი ფედერაციის პრეზიდენტი
65.მიხეილ კაკაბაძე - ფოტოგრაფი
66.ლაშა გოდუაძე - ჟურნალისტი

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 19 ივლისს გაემგზავრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები