კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე ისევ სკანდალშია - პრობლემები საგადასახადო სამსახურთან

კილიან მბაპეს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას, „სამფეროვნების“ დაცვის სამსახურის თანამშრომლების მოქრთამვა, უკიდურეს შემთხვევაში კი საგადასახადო სამსახურისთვის ფულის დამალვა ბრალდება. „რეალის“ 26 წლის თავდამსხმელის სახელი საფრანგეთის პოლიციის ადმინიტრაციულ საქმეთა ინსპექციის გამოძიებაში ფიგურირებს. ავტორიტეტული გამოცემა Le Canard Enchaine-ს ცნობით, ქვეყნის დაცვის პოლიციის ხუთი ოფიცერი, რომელიც უკანასკნელი მუნდიალისას, საფრანგეთის ნაკრებს ფეხბურთელების უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის სპეციალურად ჰყავდა დაქირავებული, შემჩნეულები არიან მბაპესგან დიდი ოდენობით თანხის მიღებაში, რის გამოც ხუთივე მათგანი უკვე გამოიკითხა.

საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც პასუხისმგებელია ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და საგადასახადო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ოთხმა პოლიციელმა 120 ათასი ევროს ოდენობის თანხა მიიღო, რომელიც 2023 წლის ივნისიდან მბაპეს საბანკო ანგარიშიდან არის გადარიცხული. მეხუთე პოლიციელს კი, რომელიც სამართალდამცავთა ამ დანაყოფს ხელმძღვანელობდა, კილიანისგან 60 300 ევრო ჩაერიცხა, რის შედეგადაც საფრანგეთის ნაკრების კაპიტნისგან მათთვის დარიგებულმა თანხამ საერთო ჯამში 180 300 ევრო შეადგინა.

მბაპე განმარტავს, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის გამომუშავებული ბონუსი გადაწყვიტა მთლიანად იმ ადამიანებისთვის მიეცა, რომლებიც მისი და მისი თანაგუნდელების უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, დარჩენილი თანხა კი საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხა. გარდა ამისა, კილიანმა განაცხადა, რომ სანამ ამას გააკეთებდა, თავის იურისტთან კონსულტაციები გაიარა და მან დაუდასტურა, რომ უკანონოს არაფერს არ აკეთებდა.

საგადასახადო სამსახური ფეხბურთელის კეთილსინდისიერებაში ბოლო დარწმუნებული არ არის და განსაკუთრებულ ეჭვებს, დაცვის პოლიციის ხუთკაციანი ჯგუფის ხელმძღვანელთან ჩარიცხული 60 300 ევრო იწვევს, რადგან ეს ადამიანი მბაპესთან მისი კამერუნში მოგზაურობის დროსაც შეამჩნიეს, რის გამოც ეჭვობენ, რომ კილიანის ახლო მეგობარია და მასთან თანხის გადარიცხვით გადასახადების გადახდას თავს არიდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუნდზე ითამაშეთ ან წადით - ალონსო რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილოა
გუნდზე ითამაშეთ ან წადით - ალონსო რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილოა