ინდივიდუალური პროგრამით ემზადება | ქოჩორაშვილის დებიუტი გადაიდო
პორტუგალიური Bolanarede-ს ინფორმაციით, ლისაბონის „სპორტინგის’’ ქართველი ახალწვეული გიორგი ქოჩორაშვილი უახლოეს ორ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს. მიზეზი ტრავმაა, რომელიც მან „ლევანტეში’’ მიიღო და ამჟამად ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
რუი ბორჟეს გაწვრთნილი „სპორტინგი’’ კრიშტიანუ რონალდუს სახელობის აკადემიაში დღეს, პარასკევს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, „ტორეენსესთან’’ და „ნასიონალთან’’. ქოჩორაშვილი ორივე შეხვედრას გამოტოვებს.
„სპორტინგი’’ შემდეგ ორ ამხანაგურ მატჩს „სელტიკთან’’ (16 ივლისი) და „სანდერლენდთან’’ (21 ივლისი) გამართავს. სავარაუდოდ, ქოჩორაშვილის დებიუტი აღნიშნული შეხვედრებიდან ერთ-ერთში შედგება.
გასულ სეზონში „ლევანტესთან'' ერთად ლა ლიგა 2 მოიგო, ვალენსიურ გუნდს ლიგა 1-ში დაბრუნებაში დაეხმარა.
„სპორტინგმა'' 5,5 მილიონ ევროდ შეიძინა (პლუს 2 მილიონი ბონუსების სახით), ლისაბონის „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2030 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა, გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.