„გეიჯი ყველაზე ახლოსაა“ - ვინ იქნება თოფურიას მომდევნო მეტოქე?
ილია თოფურიას მენეჯერმა, ლუკაშ ორზელმა Kanal Sportowy-ს ეთერში მსუბუქ წონით დივიზიონში „მატადორის“ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლის მიღებასთან ყველაზე ახლსო ჯასტინ გეიჯია.
რას ამბობს ორზელი:
„ილიას ქვესაშუალო წონაში გადასვლა? მესამე ქამრის მოპოვება დროის საკითხია. ამ ეტაპზე, UFC-ის პირობა მივეცით, რომ მსუბუქ წონაში დავრჩებით. ახლა, მოუთმენლად ველოდებით ვინ გახდება ყველაზე დამსახურებული კანდიდატი. ამ დოისთვის, ამასთან ყველაზე ახლოს ჯასტინ გეიჯია, მაგრამ დრო გვიჩვენებს, იქნება თუ არა ილიას მომდევნო მეტოქე“.
ცნობისთვის, უცხოურ მედიაში იწერება პედი პიმბლეტის ვარიანტზეც. ბრიტანელი მებრძოლი ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან გამარჯვების შემდეგაც გამოიწვია და მებრძოლებს შორის პირისპირ დგომიც შედგა. თუმცა, ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მატადორის“ მომდევნო მეტოქის ვინაობას პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთთან ჩხუბში გაარკვევენ.