„ორივე ძლიერია, მაგრამ სუპერვარსკვლავები არ არიან“ - კორმიე ილიაზე და მერაბზე
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ქვემძიმე წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დენიელ კორმიემ განაცხადა, რომ UFC-ში დღესდღეობით, ნამდვილი სუპერვარსკვლავები არ არიან. ვეტერანი მებრძოლი მერაბ დვალიშვილსაც და ილია თოფურიასაც შეეხო.
რას ამბობს კორმიე:
„UFC-ის ამჟამად ნამდვილად აკლია დიდი ვარსკვლავები. ავიღოთ მაგალითად, მერაბ დვალიშილი - ის მაგარი ბიჭია, მაგრამ უჩენს გულშემატკივრებს ტრანსლაციის შეძენის სურვილს? ვფიქრობ, დიდი რაოდენობით არ ყიდულობენ. მგონია, რომ ილია თოფურიას სუპერვარსკვლავად გადაქცევა შეუძლია, მაგრამ ეს მოკლე დროში არ მოხდება... ახლა, ამის წინაპირობა არ არსებობს“.
„ისლამ მახაჩევი დომინანტი ჩემპიონია, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც მას ჩემპიონის ქამარი ჰქონდა და ასე ჩხუბობდა, გულშემატკივრები მასობრივად არ ყიდულობდნენ მისი ბრძოლების ტრანსლაციებს. თუმცა, ხაბიბმა შეძლო ისეთ დონეზე ასვლა, რომ მხოლოდ მისი სახელიც კი ყიდდა ბრძოლებს დიდი რაოდენობით. ხაბიბის წასვლის შემდეგ ორგანიზაციაში სუპერვარსკვლავი ჯერჯერობით, არ გამოჩენილა“.
ცნობისთვის, ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი გასული წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, რომელიც ოქტომბერში მაქს ჰოლოუეისთან, ასევე ნოკაუტით გამარჯვებით დაიცვა. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ მსუბუქ წონაში, ვაკანტურ ქამარზე ჩარლზ ოლივეირასთან იჩხუბა და ამჯერადაც ნოკაუტით გაიმარჯვა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, „მანქანამ“ გასულ წელს ჩემპიონის ქამარი შონ ომალისთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. მიმდინარე წლის იანვარში მერაბმა ქამარი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა, 8 ივნისს კი ისევ შონ ომალის მოუგო და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.