ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, მაურისიო რუფი
Aa
Aa

რუფი: ბრაზილიამ ეს მისია მომანდო, ჩარლზისთვის შური უნდა ვიძიო

UFC-ის 28 წლის ბრაზილიელი მებრძოლი მაურისიო რუფი ილია თოფურიას არ ეშვება და მის მიმართ გამომწვევ ქმედებებს განაგრძობს.

რუფიმ ამჯერად ილიას გაფრთხილება მისცა, რომ იგი ჩარლზ ოლივეირას გამო შურისძიებას აპირებს.

„ბრაზილიამ მომანდო მისია. ჩარლზის გულშემატკივრებმა მომანდვეს ეს მისია და, როგორც თავად ჩარლზის გულშემატკივარს - მე ეს უნდა გავაკეთო, შური უნდა ვიძიო.

მეჩვენება, რომ თოფურიაც ვეღარ ითმენს. ერთი ან ორი ბრძოლა და ტიტულისთვის გავდივარ, ეს არაერთხელ მითქვამს.

ვინც არ უნდა ფლობდეს ქამარს იმ მომენტისთვის, ის ჩემი სამიზნე გახდება. ასე რომ, თოფურია - სიაში უკვე ჩაგწერე. ისიამოვნე ამ მომენტით, იზეიმე. მაგრამ ერთი ან ორი ბრძოლა  და ოქტაგონზე შევხვდებით“.

- განაცხადა რუფიმ.

აქვე გეტყვით, რომ რუფიმ ბოლო გამარჯვების მოპოვების შემდეგ (ბობი გრინი გათიშა) TOP 15-ში შეაღწია, მაგრამ თოფურიას გამარჯვების შემდეგ, იგი თხუთმეტეულიდან ისევ ამოვარდა, თუმცა მას საგრძნობლად წინსვლისთვის კარგი შანსი ექნება, რადგან მომდევნო ბრძოლას მე-7 ნომერთან დენ ჰუკერთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები