ილია თოფურია, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„UFC-ის ისტორიაში საუკეთესო სერია აქვს“ - ალჯო ილიათი აღფრთოვანებულია

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და ქართველი მებრძოლის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

რას ამბობს „ალჯო“:

„ილიას ბოლო სამი ბრძოლა UFC-ის ისტორიაში საუკეთესოა იმ სამ ბრძოლას შორის, რომელიც აქამდე გვინახავს. ის კონორზე დიდებულია. ილიამ საოცრად გიჟური და დიდებული სამუშაო შეასრულა იმ ისტორიის განმავლობაში, რაც კი ოდესმე UFC-ის მებრძოლისგან გვინახავს. თუ მას კონორს შევადარებთ, მასზე უკეთეს გზასაც დავინახავთ. სახელების მხრივ ასეთი შედეგი კონორს ჰქონდა, როდესაც ჩად მენდესს მოუგო, შემდეგ ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა, ბოლოს კი ედი ალვარესს შეხვდა“.

„მაგრამ მას შემდეგ ორგანიზაციაში ილია მოვიდა, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით სამი ყველა დროის უდიდესი მებრძოლი დაანოკაუტა - ვოლკი, მაქსი და ჩარლზი. რაც ამ ბიჭმა გააკეთა, ეს უბრალოდ სიგიჟეა. არ მგონია ამაზე შთამბეჭდავი გამარჯვებების სერია არსებობდეს“.

„რა თქმა უნდა, შეგვიძლია მერაბზეც ვისაუბროთ, რომელსაც ასევე საოცარი სერია აქვს და დიდ სახელებს მოუგო, მაგრამ ილიამ MMA-ის სამი, ყველაზე დიდებული მებრძოლი დაანოკაუტა...“

ილია თოფურიამ გასულ უქმეებზე, მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის შეუძლია პრობლემები შეუქმნას | მახაჩევის მწვრთნელმა ილიაზე ისაუბრა
ვის შეუძლია პრობლემები შეუქმნას | მახაჩევის მწვრთნელმა ილიაზე ისაუბრა