„ხალხი, ვისაც ჩემი სჯერა, ბევრ ფულს იშოვის“ | ოლივეირამ თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება. „ელ მატადორი“ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება და „დუ ბრონქსმა“ Marca-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა.
„მოსამზადებელმა კემპმა ძალიან კარგად ჩაიარა. სახლში, ჩემს ოჯახთან და ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი. კონკრეტული კომპონენტების გაუმჯობესებაზე ვიმუშავეთ და ვფიქრობ, მზად ვარ. ბრწყინვალე ფორმაში ვიმყოფები, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ამ ორთაბრძოლისთვის შესანიშნავად მოვემზადე და არ მაინტერესებს, სხვები რას ამბობენ.
მიმაჩნია, რომ ჩემს ყველა მეტოქეზე უკეთესი მებრძოლი ვარ და როგორც აღვნიშნე, ბრწყინვალე ფორმაში ვიმყოფები. სტრაიკინგი და ჭიდაობა გავაუმჯობესე, ჯიუ ჯიცუში კი, პრობლემები არასდროს მქონია. თოფურია ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. საოცარი ჩხუბი იქნება და ერთი სული მაქვს, ოქტაგონზე როდის გავალ.
რას ვფიქრობ, ამხელა აუტსაიდერობაზე? ბევრ ფულს ვაშოვნინებ ხალხს, ვისაც ჩემი სჯერა. აუტსაიდერობა ჩემთვის ახალი არაა და დიდად არ მაღელვებს. ვარ მებრძოლი, რომელიც ყოველთვის წინ მიდის და მზად ვარ. თოფურიამ ბევრი რაღაც თქვა და ქვესაშუალო წონაში გადასვლაზეც ილაპარაკა, მაგრამ ჯერ მე უნდა მომიგოს“.
ცნობისთვის, თოფურიასა და ოლივეირას ჩხუბი UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამავა ღონისძიებაზე მეორე საჩემპიონო დაპირისპირებასაც ვიხილავთ და ალეშანდრე პანტოჟა კაი კარა-ფრანსს დაუპირისპირდება.