პსჟ-ის სასამართლო დავა მოუგო - რაბიო კომპენსაციას მიიღებს
საკმაოდ ხანგრძლივი და მომქანცველი სასამართლო დავა ადრიან რაბიოსა და „პარი სენ-ჟერმენის“ შორის ფეხბურთელის სასარგებლოდ დასრულდა. ფრანგი ნახევარმცველი დედაქალაქის კლუბს 1,3 მილიონ ევროს ედავებოდა, რომლის გადახდაზეც გუნდის ხელმძღვანელები კატეგორიულ უარს აცხადებდნენ, თუმცა ახლა ამის გაკეთება კანონის ძალით მოუწევთ.
რაბიო „სენ-ჟერმენის“ ღირსებას 2012 წლიდან 2019 წლამდე იცავდა, თუმცა 2018 წელს, მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო, ის ვარჯიშებიდან მოკვეთეს, რის გამოც ხელფასს აღარ უხდიდნენ და სწორედ ამის შემდეგ მიმართა მოთამაშემ სასამართლოს, რომელმაც გადაწყვეტილება ახლაღა გამოიტანა. როგორც საბოლოო დასკვნაში წერია, კლუბის ხელმძღვანელებმა ვერ დაასაბუთეს კარგად ის მიზეზები, რის გამოც რაბიოს საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მიღება ეკრძალებოდა, რის გამოც მისთვის ანაზღაურების გადახდის შეწყვეტა ავტომატურად შრომის კანონის დარღვევად შეფასდა.
ცნობისათვის, ახლა ადრიან რაბიო პსჟ-ის ყველაზე პრინციპული მეტოქის, „მარსელის“ ღირსებას იცავს, რის გამოც „ლე კლასიკის“ დერბის დროს, პარიზელი ფანების მხრიდან ნამდვილი ობსტრუქციის მსხვერპლი ხდება.