ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ალონსომ რეალის ვარჯიშებზე დრონების გამოყენება დაიწყო | Marca

ჩაბი ალონსომ „რეალის“ ფეხბურთელების ვარჯიშების გადასაღებად, დრონების გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ Marca წერს.

გამოცემის ცნობით, 43 წლის ესპანელი სპეციალისტი მადრიდელების ვარჯიშებზე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას განაგრძობს.

„რეალს“ დრონები აქამდე არასდროს არ გამოუყენებია და ის სამწვრთნელო შტაბისთვის ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის დამატებითი წყარო გახდება.

როგორც იწერება, თავად ალონსოც დრონებს ვარჯიშზე პირველად იყენებს, თუმცა ის იყენებდა რამდენიმე კამერას, რომელიც მოედნის ზემოთ იყო დამონტაჟებული.

შეგახსენებთ, რომ ჩაბიმ „რეალი“ 25 მაისს ჩაიბარა და მან ამ პოსტზე კარლო ანჩელოტი შეცვალა. მანამდე ის „ლევერკუზენს“ წვრთნიდა.

ალონსოს ხელმძღვანელობით, სამეფო გუნდმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, პირველი მატჩი „ალ-ჰილალთან“ ჩაატარა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული მატჩი იყო, მეტოქემ მოგება დაიმსახურა“ | რა თქვა ხვიჩამ თამაშის შემდეგ
„რთული მატჩი იყო, მეტოქემ მოგება დაიმსახურა“ | რა თქვა ხვიჩამ თამაშის შემდეგ