ტემპერატურა და უმადობა - მბაპე ჰოსპიტალიზებულია
კილიან მბაპე ავად გახდა. მადრიდის „რეალის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი თავდამსხმელი ჰოსპიტალიზებულია და მას ექიმებმა მწვავე გასტროენტერიტის დიაგნოზი დაუსვეს.
მანამდე სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ ფრანგი თავდამსხმელი 2 დღეა ავადაა.
Marca-ს ცნობით, მბაპემ თავი ცუდად ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ იგრძნო, რის შემდეგაც მას ტემპერატურამ აუწია. შედეგად მან მომდევნო ვარჯიში და ფოტოსესია გამოტოვა.
მედიის ცნობით, ფეხბურთელი ფაქტობრივად ვერ იკვებება - ის მხოლოდ ხილსა და სპორტულ სასმელს იღებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, H ჯგუფში „რეალმა“ ტურნირზე თავისი პირველი მატჩი „ალ ჰილალთან“ ჩაატარა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.