ლიონელ მესი, სერ ალექს ფერგიუსონი
Aa
Aa

„1950-იანებშიც გენიოსი იქნებოდა“ - ფერგიუსონმა მესიზე ისაუბრა

სხვადასხვა საფეხბურთო ვარსკვლავის შესაძლებლობების შეფასების დროს, გულშემატკივრებს შორის ხშირად ისმის კითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ ითამაშებდა ესა თუ ის ფეხბურთელი მეოცე საუკუნეში, ან მეოცე საუკუნის მოთამაშე ახლანდელ ეპოქაში. მსგავსი შეკითხვით Give Me Sport-ის ჟურნალისტმა ლეგენდარულ სერ ალექს ფერგიუსონს ლიონელ მესისთან დაკავშირებით მიმართა და შოტლანდიელი სპეციალისტისგან ასეთი პასუხი მიიღო:

„როგორ ითამაშებდა ლიონელ მესი 1950-იან წლებში? ისეთივე გენიოსი იქნებოდა, როგორც ახლა. ანალოგიურს ვიტყოდი დი სტეფანოზე, პელეზე, მარადონაზე და კრუიფზე. საერთოდ არსებობენ ისეთი მასშტაბის ფეხბურთელები, რომელთათვისაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ეპოქის წევრები იქნებოდნენ, რადგან მათ ნიჭს გასაქანი ყოველთვის ექნებოდა“.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“ თამაშისას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. აქედან ორ შემთხვევაში სერ ალექს ფერგიუსონის მომზადებული „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა და „ელ მონგოლიკომ“ „ალისფერ ეშმაკებს“ გოლი ორივე ფინალში გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდოზე განსაკუთრებით მწყდება გული“ - ლინეკერმა საუკეთესოები დაასახელა
„რონალდოზე განსაკუთრებით მწყდება გული“ - ლინეკერმა საუკეთესოები დაასახელა