გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

„ჰამბურგის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება“ - გოჩოლეიშვილის ტრანსფერის შეფასება

გერმანიის ბუნდესლიგაში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა ორამდე გაიზარდა - თუ აქამდე „ჰაიდენჰაიმელი“ ბუდუ ზივზივაძის სახით მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვყავდა, ახლა მას გიორგი გოჩოლეიშვილი შეუერთდა, რომელმაც „ჰამბურგთან“ ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ერთ-ერთ გერმანულ გამოცემაში „შპორტფერაინის“ ახალწვეულებზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა და ბუნებრივია მათ შორის გოჩოლეიშვილზეც იყო საუბარი, რომელიც საკმაოდ ვრცლად და დადებითად დაახასიათეს.

რას წერენ გოჩოლეიშვილზე

„შახტარიდან“ არენდით დამატებული ქართველი მცველის სატრანსფერო ღირებულება 2,5 მილიონ ევროს შეადგენს. ის დაიბადა ქუთაისში, ხოლო ფეხბურთში პირველი ნაბიჯები „იბერიაში“ გადადგა. Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დებიუტი 19 წლის ასაკში შედგა და ორი წლის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ხვდებოდა, რასაც “შახტარში“ ტრანსფერი მოჰყვა. უკრაინაში გოჩოლეიშვილმა საკუთარი შესაძლებლობები აშკარად ვერ გამოავლინა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად „კოპენჰაგენს“ მიაშურა, სადაც გაცილებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ახლა უნივერსალური თვისებებით დაჯილდოებული გიორგი „ჰამბურგის“ წევრია და უმძიმესი კონკურენციის დაძლევა მოუწევს. უკვე ითამაშა მარცხენა ფლანგზე და განიხილავენ ვეტერანი მირო მუჰეიმის დუბლიორად, თუმცა ძალიან მალე მას მარჯვენა მცველის პოზიციაზე ძირითადში დამკვიდრება შეეძლება.

გიორგი გოჩოლეიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად უკვე 14 მატჩის ჩატარება მოასწრო, საიდანაც 7 ძირითადში დაიწყო, 7 შემთხვევაში კი თამაშში ცვლილებაზე ჩაერთო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ქართველი გერმანიაში? - ლილუაშვილი მორიგ ტრანსფერზე მუშაობს
კიდევ ერთი ქართველი გერმანიაში? - ლილუაშვილი მორიგ ტრანსფერზე მუშაობს