გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილის კონკურენტის შეძენას ფიქრობენ | მანჩესტერ იუნაიტედის გეგმები

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. „წითელი ეშმაკების“ მთავარი სამიზნე კარლოს ბალება გახლდათ. ეს უკანასკნელი 21 წლის ფეხბურთელია, რომელიც „ბრაიტონის“ რიგებში ასპარეზობს და ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება.

„მანჩესტერი“ მზად იყო, ბალებას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტი გადაეხადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. „თოლიებმა“ 21 წლის ნახევარმცველის გასხვისებაზე უარი თქვეს და „ოლდ ტრაფორდელები“ ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთნენ.

BBC Sport-ის ინფორმაციით, „იუნაიტედის“ სიის სათავეში „სპორტინგის“ ფეხბურთელი, მორტენ ჰიულმანდი იმყოფება. დანიელი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილის ერთ-ერთი კონკურენტია და „წითელი ეშმაკები“ „ლომებს“ წინადადებას უმზადებენ.

პორტუგალიური პრესის ცნობით, „სპორტინგი“ ჰიულმანდის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოითხოვს. „ქოჩოს“ ტრანსფერის მიუხედავად, „ლომებს“ დანიელი ფეხბურთელის გაშვება არ სურთ და მას მხოლოდ სარფიანი წინადადების სანაცვლოდ შეელევიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აფრიკა საჩემპიონო ქამარს ვეღარ იხილავს“ - ჩიმაევი დუ პლესის
„აფრიკა საჩემპიონო ქამარს ვეღარ იხილავს“ - ჩიმაევი დუ პლესის