მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სასტარტო მატჩების ოსტატი - სალაჰის მორიგი რეკორდი

მოჰამედ სალაჰი წლიდან წლამდე ამტკიცებს, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სეზონებში „ლივერპულში“ ძალიან ბევრმა ვარსკვლავმა იასპარეზა, ეგვიპტელი მაინც გუნდის ნომერ პირველ ლიდერად რჩება. მერსისაიდელებმა პრემიერლიგაში წარმატებული სტარტი აიღეს, „ენფილდ როუდზე“ „ბორნმუთი“ 4:2 დაამარცხეს და ერთი ბურთით თავი 33 წლის აფრიკელმაც გამოიჩინა.

„ალუბლების“ კარში გატანილი გოლით სალაჰი კიდევ ერთი უნიკალური რეკორდის ავტორი გახდა - ის პირველი მოთამაშეა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც პირველი ტურის მატჩებში 10-გოლიან ნიშნულს მიაღწია. მთლიანობაში კი პრემიერლიგის სასტარტო 9 შეხვედრაში „წითლების“ მე-11 ნომერს 10 ბურთი და 5 საგოლე პასი დაუგროვდა.

სალაჰის ანგარიშზე ინგლისის პირველობაზე 187 გოლია, რითაც ყველა დროის ბომბარდირებში მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ უეინ რუნის (208), ჰარი კეინსა (213) და ალან შირერს (260) ჩამორჩება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსის ღირსეული ჟესტი | ბონუსის ნაწილს ჟოტას ოჯახს გადაურიცხავენ
ჩელსის ღირსეული ჟესტი | ბონუსის ნაწილს ჟოტას ოჯახს გადაურიცხავენ