ლივერპულის პირველი 3 ქულა - მამარდა სათადარიგო იყო
Aa
Aa

ლივერპულის პირველი 3 ქულა - მამარდა სათადარიგო იყო

ინგლისის პრემიერლიგის 2025-2026 წლების სეზონი მოქმედმა ჩემპიონმა გახსნა - „ლივერპულმა“ „ენფილდ როუდზე“ „ბორნმუთს“ უმასპინძლა და მეტოქე 4:2 დაამარცხა. ყველასთვის მოულოდნელად, მერსისაიდელებს სამი ქულის აღება გაუჭირდათ და გამარჯვებას მხოლოდ მაშინ მიაღწიეს, როდესაც არნე სლოტმა შეტევის გასაძლიერებლად ცვლილებებს მიმართა. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, სამწუხაროდ 24 წლის ქართველი მეკარე თადარიგში დარჩა და „წითლების“ კარს ბრაზილიელი ალისონ ბეკერი იცავდა.

49-ე წუთისთვის მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, რაც უგო ეკიტიკეს დამსახურება გახლდათ - „აინტრახტიდან“ დამატებულმა ფრანგმა ფორვარდმა პრემიერლიგაში სადებიუტო შეხვედრაში ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი საგოლე პასი კოდი გაკპოს მიაწოდა. ლივერპულელებს ყველაფერი დასრულებული ეგონათ, როდესაც მათი დაცვის ხაზი ორჯერ ჩავარდა, რაც ორივეჯერ კარგად ანტუან სემეინომ გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა. მერსისაიდელებმა სიტუაცია ცვლილებების შემდეგ გამოასწორეს და ისინი წინ შეცვლაზე ექვსი წუთის შესულმა ენრიკო კიეზამ გაიყვანა, ხოლო საბოლოო ანგარიში მოჰამედ სალაჰმა დააფიქსირა.

ცნობისათვის, ინგლისის მოქმედი ჩემპიონის მომდევნო მეტოქე სტუმრად „ნიუკასლი“ იქნება. „სენტ ჯეიმს პარკზე“ შეხვედრა 25 აგვისტოს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულმა სეზონი მარცხით გახსნა - მამარდა სათადარიგო იყო
ლივერპულმა სეზონი მარცხით გახსნა - მამარდა სათადარიგო იყო