კაკაბაძის საგოლე პასით | კრაკოვიამ ვიძევი დაამარცხა
პოლონური ექსტრაკლასას მეხუთე ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ ლოძის „ვიძევს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა - 1:0.
კაკაბაძემ გუნდს უკაპიტნა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა - ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე მარტინ მინჩევმა გაიტანა, საგოლე პასი კი სწორედ ქართველმა ჩაიწერა აქტივში.
კაკაბაძემ მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-ისგან 7.6-იანი შეფასება მიიღო. ქართველი მცველის სტატისტიკა ასეთი იყო: 78 შეხება ბურთთან, 35-დან 19 ზუსტი პასი (54%), 1 საკვანძო პასი, 2 არაზუსტი ჩაწოდება, 2 არაზუსტი გრძელი პასი, 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 1 დარტყმა კარისკენ, 6-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, 12-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა, 3-დან 3 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა და 3 ჩაჭრა. კაკაბაძემ 27-ჯერ დაკარგა ბურთი, 3-ჯერ დაჯარიმდა, ყვითელი ბარათი მიიღო და მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.
ამგვარად, მიმდინარე სეზონში ქართველ მცველს უკვე 1 გოლი და 2 ასისტი დაუგროვდა.
5 ტურის შემდეგ „კრაკოვია“ 10 ქულით სატურნირო ცხრილის თანალიდერია, თუმცა პლოცკის „ვისლას“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო მატჩს კაკაბაძის გუნდი 24 აგვისტოს, სტუმრად, „პიასტის“ წინააღმდეგ გამართავს.