ალ ჰილალი
Aa
Aa

ალ-ჰილალის კაპიტანი რეალთან მატჩზე: აქ ტურისტებივით არ ჩამოვსულვართ

„ალ-ჰილალმა“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე „რეალთან“ ითამაშა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

არაბული კლუბის კაპიტანმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. სალემ ალ-დავსარი მიიჩნევს, რომ გუნდმა კარგად ითამაშა.

„ჩვენი მიზანი მოგება იყო, თუმცა კარგი მატჩი ჩავატარეთ. აქ ტურისტებივით არ ჩამოვსულვართ. საუდის არაბეთიდან იმიტომ ჩამოვედით, რომ მოვიგოთ და ჩვენმა ქვეყანამ ჩვენით იამაყოს. ყურადღებას არ ვაქცევთ კრიტიკასა და ზეწოლას. ერთიანი გუნდი ვართ, მოედანზე კონცენტრირებული და ერთად ვთამაშობთ. ჩვენი ამოცანა მერვედფინალში გასვლა და შემდეგ მოძრაობა წინ, ნაბიჯ-ნაბიჯ. დავამტკიცეთ, რომ საუდის არაბეთის ლიგაში არის ხარისხი და ნიჭი“, - თქვა ალ-დავსარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ალ-ჰილალი“ მორიგ მატჩს 23 ივნისს გამართავს „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პასუხის გარეშე - ტრამპის კითხვამ იუვენტუსის ფეხბურთელები დააბნია
პასუხის გარეშე - ტრამპის კითხვამ იუვენტუსის ფეხბურთელები დააბნია