კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

რონალდუ: “მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არ ვიქნები“

როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე საფეხბურთო სამყაროში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დაიწყება.

ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ტურნირზე მაღალი ალბათობით კრიშტიანუ რონალდუ არ იქნება. ამის შესახებ თავად პორტუგალიელმა განაცხადა.

რონალდუ:

„თითქმის გადაწყვეტილია, რომ მე ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მივიღებ, მიუხედავად მრავალ მოწვევისა და შეთავაზებისა. გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან თითქმის მიღებულია.

რა თქმა უნდა, იყო მოლაპარაკებები და კონტაქტები, მაგრამ ყველა შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება არ არის შესაძლებელი. უნდა ვიფიქრო მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაზე. ასე რომ, მიდგომების მიუხედავად, ყველაფერი გადაწყვეტილია.“

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს გუნდი ალ ნასრი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არ მონაწილეობს.

თავად პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კი ჯერჯერობით არაბულ კლუბთან ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია და ამ მომენტისთვის უგუნდოდ არის. იყო საუბარი, რომ ის ალ ჰილალში ან ლისაბონის სპორტინგში გადავიდოდა, მაგრამ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ არსებობს.

ცნობისთვის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარე თვის 15 ივნისს ალ აჰლისაც და ინტერ მაიამის დაპირისპირებით გაიხსნება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 04:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მისი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა - ფლიკმა ტერ შტეგენის გაყიდვა გადაწყვიტა
მისი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა - ფლიკმა ტერ შტეგენის გაყიდვა გადაწყვიტა