„თოფურია მეზიზღება, ძაღლიშვილია“ | პედი პიმბლეტმა ილიას შეურაცხყოფა მიაყენა
UFC-ის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა არ დამალა, რომ ილია თოფურია სძულს. „ბედი“ „ელ მატადორის“ ბოლო განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ქართველმა მებრძოლმა მას ჰიპოკრიტი უწოდა და აღნიშნა, რომ მას ვერ იტანს.
„ილია თოფურიას მიმართ ნამდვილი სიძულვილი მაქვს. ვფიქრობ, ის ძაღლიშვილია. ილუზიებში არ ვცხოვრობ. ვთვლი, რომ კარგი მებრძოლია, მაგრამ როგორც აღვნიშნე, დარწმუნებული ვარ, რომ დავამარცხებ.
რატომ მიწოდა ჰიპოკრიტი? იმიტომ რომ, მას პატარა მსუქანი ჯუჯა ვუწოდე?! სიმაღლეში 165 სანტიმეტრია და ქვემსუბუქ წონით დივიზიონში წონას მაინც ვერ აფიქსირებდა. ძალიან დაბალია და ქვემსუბუქში წონას მაინც ვერ აბარებდა. მე წონა არასდროს ჩამიგდია და არ ვიცი, როგორ აძლევს თავს იმის უფლებას, რომ მსუქანი დამიძახოს. მსუქანი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხარ თუ საკუთარ დივიზიონში წონას ვერ აბარებ“.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტის აზრით, „ელ მატადორს“ მომდევნო ჩხუბშიც არ აქვს შანსი და ჩარლზ ოლივეირას ვერ დაამარცხებს. საკუთარი პროგნოზის მიუხედავად, „ბედის“ იმედი აქვს, რომ თოფურია გაიმარჯვებს, რადგან ამ შემთხვევაში, არის შანსი, კიდევ ერთი ჩხუბის გამართვა არ მოუწიოს და პირდაპირ ტიტულზე იბრძოლოს.