კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

კრიშტიანუს მე-800 გოლი - პორტუგალიელი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. 40 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ბოლო ტურში „ალ-ფათეჰი“ – „ალ-ნასრის“ (3:2) შეხვედრაშიც შეძლო ბურთის გატანა, წლევანდელი პირველობა 25 გოლით დაასრულა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გასულ ინგლისელ ფეხბურთელს აივან ტონეის 2 ბურთით აჯობა. აქვე გეტყვით, რომ დღეს გატანილი გოლი კრიშტიანუსთვის საკლუბო დონეზე საიუბილეო, მე-800 გამოდგა, ხოლო მთლიანად კარიერასი 936-ედ გამოიჩინა.

პორტუგალიელი ფეხბურთელისგან განსხვავებით, „ალ-ნასრისთვის“ წლევანდელ სეზონს წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. გუნდმა გათამაშება 70 ქულით მესამე პოზიციაზე დაასრულა და ჩემპიონ „ალ-იტიჰადს“ მთელი 13 ქულით ჩამორჩა. ბოლოს „ალ-ნასრი“ ბრინჯაოს მედლებს 2021-2022 წლებში დასჯერდა, ანუ მაშინ, როდესაც ამ გუნდის ღირსებას რონალდუ ჯერ კიდევ არ იცავდა.

რთული სათქმელია, რონალდუ კუთვნილი შვებულებით დატკბება, თუ რომელიმე ისეთ ევროპულ კლუბთან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამოდის, დროებით კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცველების თამაშს ვაკვირდები და მათ სტილს ვერგები“ - კვარა რიოს პოდკასტში
„მცველების თამაშს ვაკვირდები და მათ სტილს ვერგები“ - კვარა რიოს პოდკასტში