„დენა უაითის შეშინებას არ ვცდილობ“ | მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ
მერაბ დვალიშვილმა SHAK MMA-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. „მანქანას“ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოების შესახებ ჰკითხეს და დაინტერესდნენ, დვალიშვილს დენა უაითის შეშინება მოსწონს თუ არა.
„არა, არა დენა უაითის შეშინება არ მომწონს და არც ვცდილობ. ეს უბრალოდ ჩემი ცხოვრების სტილია. ასეთ რაღაცებს ყოველთვის ვაკეთებ. მათი წყალობით, მოტივაციას ვიღებ და ვძლიერდები. გასულ კვირას, მთებში ვირბინე და როცა სირბილი დავასრულე, კიდევ ერთ წრეზე წავედი.
არავის შეშინებას არ ვცდილობ. თუ სოციალურ ქსელში პოსტი გამოვაქვეყნე, ე.ი საშიში არაფერია. მგონი, ახლა ამას ყველა ხვდება. პოსტს არ გამოვაქვეყნებ თუ რამე სერიოზულია. ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, დვალიშვილმა ფეხის დაზიანებული თითის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რის შემდეგაც, MMA-ის ქომაგებს კონორ მაკგრეგორი გაახსენდათ. ირლანდიელი მებრძოლი ჩხუბს სწორედ ამ მიზეზით ჩაეხსნა და ეჭვი გაუჩნდათ, „მანქანაც“ ამას ხომ არ იზამდა, მაგრამ მერაბმა განაცხადა, რომ ოქტაგონზე ყველა ვარიანტში გავა.