ანდრია ბართიშვილი
Aa
Aa

ოქროს ბურთი და ბარსასთან ერთად ლიგის მოგება | ბართიშვილის ვრცელი ინტერვიუ

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი, 17 წლის ანდრია ბართიშვილი დღეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფლორას“ წინააღმდეგ ითამაშებს. „იბერიამ“ ანდრიასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის ბევრ საინტერესო თემაზე, მათ შორის უახლოეს და შორეულ მიზნებზე საუბრობს. ახალგაზრდა ფეხბურთელს „იბერიასთან“ ერთად ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, სამომავლოდ კი „ბარსელონაში“ თამაში, ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის მოგება სურს. ეს ანდრიას პირველი ვრცელი ინტერვიუა.

ზოგიერთმა უცხოურმა გამოცემამ ანდრია ხვიჩა კვარაცხელიას შეადარა. ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მან აღნიშნა, რომ განსხვავებული სტილის მოთამაშეა: „ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ფეხბურთელია, ვისგანაც თამაშის დროს ბევრ რამეს ვსწავლობ. ჩემი აზრით, სტილით განვსხვავდებით, მაგრამ დიდი პატივია, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფეხბურთელს მადარებენ’’.

- ბართიშვილი - მომავალი კვარაცხელია. მედიის მხრიდან გაკეთებულ ასეთ შეფასებებზე როგორ რეაგირებ?

-  რა თქმა უნდა, მიხარია, მსგავსი სტატიები რომ იწერება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ის ფეხბურთი ვითამაშო, რაც ქართველ ხალხსა და პირადად მე მინდა.

-  რა არის შენი კარიერის უახლოესი მიზანი?

-  რა თქმა უნდა, დიდ კლუბში, გრანდში გადასვლა, მაგრამ ახლა ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე ვარ კონცენტრირებული.

- რა არის შენი კარიერის უახლოესი მიზანი?

- დიდი ფეხბურთის თამაში და ოქროს ბურთი.

-  არსებობს კონკრეტული კლუბი, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრობ და იმ გუნდში შენი თავი წარმოგიდგენია?

- ჩემი ყველაზე დიდი ოცნება „ბარსელონაში“ თამაში და მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

-  ბოლო პერიოდში „არსენალზე“ საუბარი აქტიურად მიმდინარეობდა. რა ხდება ამ კუთხით?

 მე მაგასთან დაკავშირებით არაფერ შუაში ვარ (სავარაუდოდ, მოლაპარაკების პროცესს გულისხმობს)კლუბები დაინტერესებულნი არიან, თუმცა ამაზე ჯუღელის სააგენტო (Jugeli Sports) მუშაობს, რომელსაც ჩემგან 100%-იანი ნდობა აქვს.

- წარმოიდგინე, 20-25 წლის შემდეგ მე და შენ კამერების წინ ვსხედვართ და შენს კარიერაზე ვსაუბრობთ. რა უნდა მოხდეს ამ 25 წელში ისეთი, რომ ძალიან თავდაჯერებულმა მითხრა: „კი, ზუსტად ასეთი კარიერა მინდოდა“?

-  ოქროს ბურთი - ყველაზე დიდი ჯილდო, რაც ფეხბურთელმა შეიძლება მიიღოს და ჩემპიონთა ლიგის მოგება „ბარსელონასთან“ ერთად.

ვრცელ ინტერვიუში ანდრიამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მატჩებზეც ისაუბრა: „ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გასულ სეზონშიც ძალიან მინდოდა, როცა ფოთში გამოვდიოდი და ვუყურებდი, როგორ თამაშობდა „იბერია“ საკვალიფიკაციო ეტაპზე. ჩემი დიდი სურვილია, რომ ჯგუფში შევიდეთ’’.

ინტერვიუ სრულად


ცნობისთვის, „იბერიასა'' და „ფლორას“ პირველი შეხვედრა ესტონეთში გაიმართება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი 14 ივლისს არის დანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიზიკური დაპირისპირება იბერიაში | ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს
ფიზიკური დაპირისპირება იბერიაში | ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს