ილია თოფურია, ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

„გენერალი ვინ ჰყავს“ - შეკითხვები თოფურიას გუნდზე

ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის შორის გამართული ორთაბრძოლიდან თითქმის ერთი თვეა გასული, თუმცა ემოციები ჯერჯერობით ისევ არ ცხრება და ამ დაპირისპირებაზე, რომელსაც UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ სრულიად დამსახურებულად ასახელებენ, კომენტარს უამრავი ყოფილი მებრძოლი აკეთებს. ამჯერად საკუთარი აზრი ვეტერანმა სპორტსმენმა მაიკლ კიეზამ დააფიქსირა, რომელსაც კარიერის დასრულების შემდეგ ექსპერტისა და კომენტატორის ფუნქციები აქვს შეთავსებული.

რას ამბობს თოფურიაზე

ბოლო თვეების მანძილზე UFC-ში ორი ხმაურიანი სენსაცია ვიხილეთ - ილია თოფურიასა და ხამზატ ჩიმაევის მარცხებს ვგულისხმობ. ორი წაგების ფონზე ერთი შეკითხვა დამებადა. ვინ არის ილიას მთავარი მწვრთნელი? „ელ მატადორს“ ჰყავს თავისი გუნდი, მაგრამ ვინ არის იქ მთავარი? ვინ არის გენერალი, რომლის სიტყვასაც თოფურია დაუფიქრებლად შეასრულებს. მისი მწვრთნელების კვალიფიკაციაში ეჭვები არ შემაქვს, უბრალოდ მაინტერესებს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია თეთრის სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა და ჩემპიონის ტიტული დაკარგა. იქამდე კი, ხამზატ ჩიმაევმა, რომელიც ილიას მსგავსად, დივიზიონში ქამარს პირველად იცავდა და ილიას მსგავსად დაუმარცხებელი იყო, შონ სტრიკლენდთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანი ჩემთვის უხერხული მეტოქეა, მეგონა მასთან მაისში ვიჩხუბებდი“ - დვალიშვილის კომენტარი
„იანი ჩემთვის უხერხული მეტოქეა, მეგონა მასთან მაისში ვიჩხუბებდი“ - დვალიშვილის კომენტარი