დასტინ პორიე
Aa
Aa

„კარიერის დასრულება მეუღლემ მთხოვა“ - პორიემ ტვინზე გამოკვლევა ჩაიტარა

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი დასტინ პორიე რამდენიმე კვირის წინ სერიოზულ სკანდალში გაეხვა. 37 წლის ვეტერანი სპორტსმენი ერთ-ერთ აეროპორტში არაფხიზელ მდგომარეობაში დააფიქსირეს, სადაც ის დებოშის მოწყობას ცდილობდა და არადეკვატურად იქცეოდა. მოგვიანებით, „ბრილიანტმა“ აღნიშნა, რომ დეპრესია აქვს და ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით ამის გამო იღებს. ამჯერად კი პორიემ ვრცელი ინტერვიუ ერთ-ერთ ჟურნალისტს მისცა და საინტერესო ამბები გაამჟღავნა.

დასტინ პორიე

სიმართლე გითხრათ, კარიერა ნაწილობრივ იმიტომ დავასრულე, რომ მეუღლემ მთხოვა. რამდენიმე წლის წინ შეიძლება ითქვას, რომ პერიოდულად გონება მეთიშებოდა, რის გამოც ის სერიოზულად ნერვიულობდა ექიმთან სკანირებაზე წამიყვანა. მედიკოსებმა ტვინსა და ვენებში კონტრასტული ნივთიერება შეუშვეს და გარკვეული ცვლილებები შენიშნეს.

იცით საბოლოოდ ნევროლოგმა რა მითხრა? დიაგნოზის დასმას მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში შეძლებდა, მანამდე ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, რადგან ნივთიერების შეყვანის პროცესსი ცილების გამოყოფა ხდებოდა, რის გამოც ვერ ადგენენ, მაწუხებს თუ არა რაიმე სერიოზული დაავადება.

წვეულებებსა და მსგავს სიტუაციებში ფხიზლად ყოფნა რთულია. ალკოჰოლიკი არასოდეს ვყოფილვარ, რის გამოც სასმლისთვის თავის დანებება ჩემთვის პრობლემა არ იქნება. უბრალოდ, ჩემი მეუღლის მსგავსად, მხოლოდ ორი ბოკალი შამპანურის დალევა არ შემიძლია, ამაზე ვერ ვჩერდები.

შეგახსენებთ, რომ დასტინ პორიემ კარიერა რამდენიმე თვის წინ  მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლით დაასრულა, სადაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. საერთო ჯამში კი მან 41 ჩხუბიდან მან 30 მოიგო და აქედან 15 თავის სასარგებლოდ ნოკაუტით დაასრულა 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამთან ჩხუბი თოფურიას გამო ჩამეშალა“ - კამარუ უსმანის საინტერესო კომენტარი
„ისლამთან ჩხუბი თოფურიას გამო ჩამეშალა“ - კამარუ უსმანის საინტერესო კომენტარი