ლაუტარო: “მესისთვის ეს ბოლო მუნდიალია“
მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ მერვედფინალურ დაპირისპირებაში, ატლანტას სტადიონზე არგენტინა ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდა და საოცარ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.
მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა კომენტარი გააკეთა და ლიონელ მესის შესახებაც ისაუბრა.
ლაუტარო:
„ეს გუნდი ბოლომდე იბრძვის. ვიცოდით, რომ თუ ერთ გოლს გავიტანდით, შემდეგ ყველაფერს შევძლებდით. მთავარი ის იყო, რომ გუნდს დავხმარებოდი. მნიშვნელობა არ აქვს, გოლს გავიტან თუ საგოლე გადაცემას გავაკეთებ — მთავარი არგენტინის გამარჯვებაა.
მესი? ის შთამბეჭდავია, შთამბეჭდავი! ის ჩვენი ლიდერია და ყველაფერს იმსახურებს. ლეოსთვის ეს ბოლო მუნდიალია და ვცდილობთ მისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.
ის არის საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რატომ. როცა ის მოედანზეა, ჩვენ ბოლომდე გვჯერა, რომ თამაში შეიძლება შემოვატრიალოთ. მესი არასდროს ნებდება. პენალტის გაცუდების შემდეგაც აგრძელებდა გუნდის წინ წაყვანას და სწორედ ასე იქცევიან დიდი ფეხბურთელები.“
შეგახსენებთ, რომ მესისთვის ეგვიპტის კარში გატანილი გოლი მიმდინარე მუნდიალზე მე-8 იყო და ლეგენდარული ათიანი ბომბარდირთა დავას კვლავ სათავეში ჩაუდგა.
ცნობისთვის, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 12 ილვისით თარიღდება და თბილისის დროით 05:00-დან დაიწყება.