„0:2-დან მატჩის შემოტრიალება რთული იყო“ - ლეო მესის კომენტარი
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ეგვიპტესთან მოგებული მატჩი შეაფასა.
„ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით. 0:2-ზე თამაში ძალიან რთული იყო, თუმცა ეს გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ადრეც მითქვამს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა თამაში რთულია. ყველა მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობს.
მატჩის სცენარიდან გამომდინარე, ახლა შვებას ვგრძნობთ. გაგვიმართლა, რომ რომეროს გოლის შემდეგ დრო გვრჩებოდა და მატჩის შემოტრიალება ძირითად დროში მოვასწარით. დღეს ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. მიხარია, რომ ხალხი ჩვენი თამაშის ნახვით ამ მუნდიალზე კიდევ ისიამოვნებს“.
ცნობისთვის, არგენტინა ეგვიპტესთან 0:2-ს მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ ჯერ კრისტიან რომეროსა და ლიონელ მესის გოლებით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შემდეგ კი მატჩის ბოლო წუთებზე ენცო ფერნანდესმა „ალბისელესტე“ მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც მათი მეტოქე კოლუმბია-შვეიცარიას შორის გამარჯვებული იქნება.