ლიონელ სკალონი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„არგენტინა არასოდეს ნებდება, ასეთი მომენტები გუნდს აძლიერებს“ - სკალონი

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ეგვიპტესთან მოგებული მატჩი შეაფასა.

„დღეს მომხდარი შეიძლება შევადარო იმ დიდებულ მომენტებს, რომლებიც ამ გუნდთან ერთად გადავიტანეთ. არგენტინის ნაკრები არასდროს ნებდება. ინიციატივას ვფლობდით, ბევრი მომენტი შევქმენით.

მწვრთნელად სწორედ ასეთი წუთების გამო ვმუშაობ. ემოციებს ვუზიარებ ჩემს ასისტენტებს. ჩვენ ყოფილი ფეხბურთელები ვართ და ვიცით, რაოდენ საოცარი ემოციები შეიძლება მოგვიტანოს ფეხბურთმა.

სანამ საფინალო სასტვენი არ იქნება, ხელები არ უნდა ჩამოუშვა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც საკუთარი ძალების სჯერათ, მაგრამ ასევე იციან, რომ შეიძლება დამარცხნენ. ასეთი ფეხბურთელი მოედანზე უფრო მშვიდად მოქმედებს.

ეგვიპტეს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენ ვდომინირებდით - მათ მხოლოდ 2-3 კონტრშეტევა ჰქონდათ. თუ წაგებაა, ასეთ მატჩებში და ასეთ სტილში წაგება მირჩევნია.

დღეს ერთ-ერთი ისეთი გამოცდა გვქონდა, რომელიც გუნდს უფრო ძლიერს ხდის. ვგრძნობდით, რომ შანსი შეგვექმნებოდა და თამაშის შემოტრიალებას შევძლებდით“.

ცნობისთვის, არგენტინა ეგვიპტესთან 0:2-ს მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ ჯერ კრისტიან რომეროსა და ლიონელ მესის გოლებით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შემდეგ კი მატჩის ბოლო წუთებზე ენცო ფერნანდესმა „ალბისელესტე“ მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც მათი მეტოქე კოლუმბია-შვეიცარიას შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი - საუკეთესო ასისტენტი მუნდიალების ისტორიაში | OPTA-ს საინტერესო ცნობები
მესი - საუკეთესო ასისტენტი მუნდიალების ისტორიაში | OPTA-ს საინტერესო ცნობები