ენცო ფერნანდესი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ამ გოლზე სამი წელი ვოცნებობდი“ - ენცო გამარჯვების მომტან გოლზე

ეგვიპტესთან დრამატულ ბრძოლაში მოგებული მატჩის შემდეგ შეხვედრის მთავარმა გმირმა, ენცო ფერნანდესმა, რომლის გოლმაც არგენტინა მომდევნო ეტაპზე გაიყვანა, გუნდის ერთიანობას და ბრძოლისუნარიანობას გაუსვა ხაზი.

„ამ გოლზე სამი წლის განმავლობაში ვოცნებობდი. შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელიც არასოდეს ნებდება. მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს და ყველას, ვინც ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდა, ასევე, ყველა არგენტინელს, რომელიც სამშობლოში გვქომაგობდა.

უნდა გამოგვეყენებინა სივრცეები, რომლებიც ეგვიპტემ მოგვცა, და ეს გავაკეთეთ. აქ ჩამოვედით, რათა სიამოვნება მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატისგან და ჩვენი ქვეყანა წარმოვადგინოთ. სწორედ ამას ვაკეთებთ“.

ცნობისთვის, არგენტინა ეგვიპტესთან 0:2-ს მარცხდებოდა, თუმცა შემდეგ ჯერ კრისტიან რომეროსა და ლიონელ მესის გოლებით ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შემდეგ კი მატჩის ბოლო წუთებზე ენცო ფერნანდესმა „ალბისელესტე“ მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც მათი მეტოქე კოლუმბია-შვეიცარიას შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრაზილიასთან ბალაკთან ერთად გვათამაშეთ“ - კანმა FIFA-ს მიმართა
„ბრაზილიასთან ბალაკთან ერთად გვათამაშეთ“ - კანმა FIFA-ს მიმართა