„მოხეტიალე მოხუცს ჰგავდა“ - რონალდუ და მარტინესი დაამცირეს
ბევრ სხვა ცნობილ ვეტერან ფეხბურთელთან ერთად, კრის სატონიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იმყოფება, მსოფლიოს ჩემპიონატს ესწრება და სხვადასხვა მატჩების თაობაზე ცდილობს გულშემატკივრებს კომპეტენტური ანალიზი შესთავაზოს. პორტუგალია-ესპანეთის მატჩის მეორე დღეს, სატონი BBC Radio 5 Live-ის სტუმარი გახლდათ და როდესაც ლუზიტანების მარცხის მიზეზებზე დაუსვეს შეკითხვა, მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„მოხუცი რომ მოედანზე დახეტიალობს და არ იცის საით წავიდეს, დაახლოებით ასე იქცეოდა კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთთან შეხვედრაში. კი ბატონო, კრიშტიანუ არაფერს აკეთებდა, მაგრამ რა გააკეთა რობერტო მარტინესმა? როგორ შეიძლება, რომელიმე ფეხბურთელი, თუნდაც ის რონალდუ იყოს, ასე გაათავხედო და პრივილეგირებულად აქციო? პორტუგალიის ნაკრების ფიასკო მთლიანად რობერტო მარტინესის ბრალია. ის ფორმა, რა ფორმითაც ის გუნდს მართავდა, უბრალოდ აღმაშფოთებელი და სავალალოა“.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთთან (0:1) განცდილი მარცხის მეორე დღესვე რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა და როგორც ამბობენ, მას ამ პოსტზე ჟორჟე ჟეზუში შეცვლის. მარტინესის მსგავსად, ასევე წავიდა ნაკრებიდან კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს მუნდიალი მის კარიერაში უკანასკნელი გახლდათ.