„გამიმართლა, რომ შენთან ერთად განვიცადე ეს მომენტები“ - ნანი რონალდუს
პორტუგალიის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი, ლუიშ ნანი კრიშტიანუ რონალდუს ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა და 41 წლის ლეგენდარულ ფეხბურთელს დაემშვიდობა. ნანიმ სოციალურ ქსელში სპეციალური პოსტი გამოაქვეყნა:
„ნაკრებსა და ფეხბურთში დატოვებული მემკვიდრეობა ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. არსებობს ისტორიები და მომენტები, რომლებსაც ვერცერთი შედეგი ვერ წაშლის. კრიშ, გამიმართლა, რომ შენთან ერთად განვიცადე ბევრი ეს მომენტი და ზუსტად ვიცი, თუ რა გაიღე ამ მაისურისთვის.
და ასევე ვიცი, რას ნიშნავს ეს მაისური ყველასთვის, ვინც დღეს პორტუგალიას წარმოადგენს. ეს გუნდი პატივისცემას, მხარდაჭერასა და ნდობას იმსახურებს.
ძალას გისურვებ შენ და მთელ ამ გუნდს“.
მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალიის ნაკრები მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. კრიშტიანუ რონალდუსთვის ეს მატჩი ეროვნული გუნდის მაისურით უკანასკნელი იყო. ლეგენდარულმა შვიდიანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.