ჯენარო გატუზო
Aa
Aa

„იტალიას მუნდიალზე დავაბრუნებ“ - გატუზოს ამბიციური გეგმები

რამდენიმე დღის წინ იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჯენარო გატუზო დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ლუჩიანო სპალეტი შეცვალა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს ამ არჩევანის გამო ძალიან დიდი კრიტიკა შეხვდათ, რადგან საკლუბო დონეზე რინოს დიდი წარმატებები არ აქვს და შესაბამისად, არსებობს სრულიად სერიოზული საშიშროება იმისა, რომ ვერც სანაკრებო ასპარეზზე აჩვენებს ისეთ შედეგებს, როგორიც ამ ეტაპზე „სკუადრა აძურას“ სჭირდება. თავად გატუზო ოპტიმისტურად არის განწყობილი და საკმაოდ სერიოზული გეგმები აქვს.

ჯენარო გატუზო

იტალიის ნაკრების დამრიგებლობა ჩემი ოცნება იყო, რომელიც ახლა რეალობად იქცა. იოლი ამოცანები არ გვაქვს გადასაჭრელი, მაგრამ ცხოვრებაში იოლი არაფერია. ბევრი საუბარიც აღარ ღირს და დროა საქმეს შევუდგეთ.

წლებია საუბრობენ, რომ „სკუადრა აძურას“ კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტი აქვს. მე კი ვფიქრობ, რომ უბრალოდ მოთამაშეებს უნდა დავეხმარო იმის გაცნობიერებაში, რომ თითოეულ სანაკრებო შეხვედრაში მაქსიმუმი გაიღონ, რითაც ყველა პრობლემა მოგვარდება. ჩემი მთავარი მიზანია იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე დავაბრუნო - ეს პრინციპულად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ეროვნულ ნაკრებს სჭირდება ენთუზიაზმი, რათა ყველა საერთო იდეის გარშემო გაერთიანდეს. მსურს შევქმნა ნამდვილი ოჯახი, რომელიც გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს მოუტანს. სათამაშო სქემასა და ტაქტიკაზე საუბარი კი, მხოლოდ ამის შემდეგ შედგება. უნდა დავიბრუნოთ ის მენტალიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში „აძურას“ თანმდევი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზოს სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოგებული, როდესაც 2020 წელს „ნაპოლის“ იტალიის თასი მოაპოვებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ფეხბურთელები და ცუდი მწვრთნელები
კარგი ფეხბურთელები და ცუდი მწვრთნელები