რაფინია იტალიის ნაკრებში თამაშთან ახლოს იყო | უცნობი ისტორია
„ბარსელონას“ ფეხბურთელმა, რაფინიამ ისაბელა პალიარისთვის მიცემულ ინტერვიუში, საინტერესო ამბავი გაიხსენა. „ბლაუგრანას“ გარემარბმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიის ნაკრებში თამაშთან ერთ ნაბიჯში იყო.
„იტალიის ეროვნული ნაკრების მოწვევის მიღებასთან ძალიან ახლოს ვიყავი. ევრო 2020-ზე უნდა მეთამაშა, რომელიც სკუადრა აძურამ მოიგო. წასასვლელად მზად ვიყავი, ჟორჟინიო და იტალიის ნაკრების სხვა წევრები მირეკავდნენ, მაგრამ პასპორტი დროულად არ ჩამოვიდა.
სკუადრა აძურას სამწვრთნელო შტაბს ჩემთვის საოცარი გეგმა ჰქონდა შემუშავებული, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია. ამავდროულად, გულის სიღრმეში, მქონდა იმედი, რომ ბრაზილიის ნაკრების მაისურს მოვირგებდი. საბედნიეროდ, იტალიური პასპორტი დროულად არ გაკეთდა და ევროზე არ მითამაშია“.
2021 წლის აგვისტოში, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რაფინია „სელესაოში“ პირველად გამოიძახეს. სადებიუტო შეხვედრა მან 201 წლის ოქტომბერში ჩაატარა და ამ მომენტისთვის, მის ანგარიშზე 33 მატჩში გატანილი 11 გოლია. რაფინიას მამას იტალიური ფესვები აქვს და სწორედ ამიტომ შეეძლო, „სკუადრა აძურაში“ თამაში.