კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო აგუერო
Aa
Aa

„კრიშტიანუს სახლში ჯდომა ურჩევნია“ - აგუერო რონალდოს ქომაგს გაეხუმრა

ყველამ კარგად იცის, რომ სერხიო აგუერო ლიონელ მესის ახლო მეგობარია და თავის დროზე „ბარსელონამ“ მასთან კონტრაქტი „ელ მონგოლიკოს“ აქტიური დახმარებითა და რეკომენდაციით გააფორმა. აქედან გამომდინარე, ვეტერანი არგენტინელი ფორვარდი როდესაც შესაძლებლობა ეძლევა, ყოველთვის ცდილობს კრიშტიანუ რონალდუს მისამართით ირონიულად ისაუბროს.

ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც შტატებში მყოფმა სერხიომ ერთ-ერთი ამერიკელი იუთუბერის გადაცემაში სტუმრობისას, რომელიც როგორც გაირკვა პორტუგალიელის დიდი გულშემატკივარი ყოფილა, თავი ვერ შეიკავა და კრიშტიანუზე არცთუ კარგ კონტექსტში ისაუბრა.

რას ამბობს აგუერო

მითხრეს, რომ შენ კრიშტიანუს დიდი გულშემატკივარი ხარ, ხომ მართალია? მე ამას ვაფასებ, რადგან ის კარგი ფეხბურთელია, თუმცა რა თქმა უნდა მესიზე უკეთესი არ არის.

დამავიწყდა მეკითხა, რონალდუ ახლა აქ არის? თამაშობს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე? ალბათ, სახლში ტელევიზორთან ჯდომა ამჯობინა. მან ახლახანს ევროპის ჩემპიონატი მოიგო ხომ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში? არა შევცდი, ერთა ლიგა მოუგია.

ცნობისათვის, შესაძლოა სერხიოს დაავიწყდა, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს ევროპის ჩემპიონატი ნამდვილად მოგებული აქვს და მან ამის გაკეთება ცხრა წლის წინ, 2016 წელს მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკრებთან ერთად მოგებულ ტიტულს არაფერი სჯობს“ | რონალდუ ერთა ლიგაზე
„ნაკრებთან ერთად მოგებულ ტიტულს არაფერი სჯობს“ | რონალდუ ერთა ლიგაზე