ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოზე LEquipe-მაც დაწერა | რენი დავითაშვილის ვარიანტს განიხილავს

ზურიკო დავითაშვილი რამდენიმე კლუბის ყურადღების ცენტრშია და დიდი ალბათობით, ზაფხულში „სენტ-ეტიენს“ დატოვებს. „მწვანეებმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ადგილი ვერ შეინარჩუნეს და როგორც ადგილობრივი გამოცემები აცხადებენ, ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე მსურველი ჰყავს.

თავდაპირველად, „სტრასბურგის“ ინტერესზე დაიწერა, მოგვიანებით კი, „რენის“ ვარიანტი გააჟღერეს. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა დაადასტურა, რომ დავითაშვილის გადაბირებით „რენი“ რეალურადაა დაინტერესებული და შესაძლოა, „სენტ-ეტიენს“ წინადადებით მიმართოს.

L’Equipe-ის მიხედვით, დავითაშვილს მსურველები თურქეთიდანაც ჰყავს და საუბარი „ბეშიქთაშზე“ და „გალათასარაიზეა“, მაგრამ ზურიკოს თურქეთში წასვლის პერსპექტივა არ ხიბლავს. „რენი“ მოვლენებს აქტიურად აკვირდება, მაგრამ არ იჩქარებს და სიტუაციის განვითარებას დაელოდება.

ცნობისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში, 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 34 მატჩში თავი 9 გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა, „მწვანეებთან“ კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისევ გადამწყვეტი იყო“ | LEquipe-მა კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა
„ისევ გადამწყვეტი იყო“ | LEquipe-მა კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა