ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

პრობლემები ლოჩოშვილის გუნდში | მატჩის შემდეგ 16 ადამიანი საკვებით მოიწამლა

ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ იტალიის რანგით მეორე დივიზიონში, სერია B-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ქართველი ფეხბურთელის გუნდი პლეიაუტში „სამპდორიას“ ხვდება და გუშინ, პირველი მატჩი სტუმრად 0:2 წააგო.

იტალიური პრესის მიხედვით, „სალერნიტანას“ პრობლემები ამით არ დასრულებულა. Corriere dello Sport-ის, Gazzetta dello Sport-ისა და IlPost-ის ინფორმაციით, მატჩის შემდეგ, „გრანატას“ რამდენიმე წარმომადგენელი საკვებით მოიწამლა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამ მომენტისთვის, უცნობია, მათ შორის ლოჩოშვილი არის თუ არა.

Corriere dello Sport-ის მიხედვით, შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ბრინჯისგან მომზადებული კერძები მიირთვეს და თვითმფრინავით, სალერნოში გაფრინდნენ. ქალაქში ჩასვლისას, მათ სასწრაფო დახმარების მანქანების გამოძახება მოუხდათ და როგორც იტალიური პრესა აცხადებს, მოწამლულთა შორის, 10 ფეხბურთელია.

„სალერნიტანას“ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, მაგრამ Corriere dello Sport-ი წერს, რომ მოწამლული ფეხბურთელების უმრავლესობამ საავადმყოფო უკვე დატოვა. მიუხედავად ამისა, იტალიური გამოცემა დასძენს, რომ „გრანატამ“ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა და განმეორებითი მატჩის გადადება მოითხოვა. წესითა და რიგით, საპასუხო შეხვედრა 20 ივნისს უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისევ გადამწყვეტი იყო“ | LEquipe-მა კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა
„ისევ გადამწყვეტი იყო“ | LEquipe-მა კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა