ქართველმა წყალში მხტომელებმა საერთაშორისო ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვეს
იტალიის დედაქალაქ რომში, წყალში ხტომის მე-15 საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა. ქართველმა წყალში მხტომელებმა ტურნირზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულეს.
სამმეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში, თეკლე შარიამ და მარიამ შანიძემ 238,50 ქულით ჩემპიონობა იზეიმეს. ხოლო იმავე კატეგორიაში გიორგი წულუკიძე და ალექსანდრე ცხომელიძე, 255,18 ქულით ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში თეკლე შარია 344,35 ქულით ჩემპიონი გახდა, გიორგი წულუკიძემ 475,15 ქულით და ალექსანდრე ცხომელიძემ 446,25 ქულით კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ერთმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ალექსანდრე ცხომელიძე 412,95 ქულით, ხოლო თეკლე შარია 301,75 ქულით ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
გიორგი წულუკიძემ 7,5- და 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომით, 412,80 ქულით, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.