ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

ბავშვობის კლუბში დაბრუნდება? - მესი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

მიმდინარე წლის 31 დეკემბერს, ლიონელ მესის ინტერ მაიამისთან კონტრაქტი უმთავრდება. ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ლეგენდარულ არგენტინელს ბავშვობის კლუბში, ნიუელს ოლდ ბოისში სურს კარიერის დასრულება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სპორტული ჟურნალისტი ფლავიო აზარო უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, თუ ლეოს გარემოებები საშუალებას მისცემს, ის აუცილებლად გადავა ბავშვობის კლუბში. ამისთვის კი საკმაოდ ბევრი რამ უნდა მოხდეს.

აზარო იმასაც ამბობს, რომ მესი დარწმუნებული არ არის, რომ ტრანსფერი აუცილებლად შედგება, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, აზაროს ხელთ არსებული ინფორმაცია უმნიშვნელო არ არის. ბევრ რამეს ფინანსური დეტალები გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქროს ბურთის მფლობელი ინტერ მაიამის 2023 წლის 15 ივლისს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 59 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 49 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე შეგახსენებთ, MLS-ის გასულ ტურში ინტერ მაიამიმ კოლუმბუს ქრიუს 5:1 მოუგო. მესიმ კი ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიმეონე: პენალტის წესი იცვლება? 2016 წელს რამოსის თამაშგარეც არ დაინახეს
სიმეონე: პენალტის წესი იცვლება? 2016 წელს რამოსის თამაშგარეც არ დაინახეს