ტომ ასპინალი
Aa
Aa

„დრო და ადგილი ვიცი“ - ასპინალმა მომდევნო ჩხუბზე ილაპარაკა

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის დროებითმა ჩემპიონმა, ტომ ასპინალმა განაცხადა, რომ თავისი მომდევნო ჩხუბის ჩატარების დრო და ადგილი გაიგო.

ინგლისელმა მებრძოლმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ამ განცხადებით შემოიფარგლა.

„მეგობრებო, მალე ყველაფერს გაიგებთ. ეს ძალიან კარგი დროა მძიმე დივიზიონისთვის. რაღაცას გეტყვით - მე უკვე მაქვს დრო და ადგილი“, - თქვა ასპინალმა.

შეგახსენებთ, რომ ტომი ჯონ ჯონსს თვეებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი საჯაროდ რამდენჯერმე გამოთქვა. „ბოუნსი“ მძიმე წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია, ასპინალი კი დროებით საჩემპიონო ქამარს ფლობს და ის დაიცვა კიდეც.

გეტყვით ასევე, რომ ასპინალს 18 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 15 მოგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: ომალისთვის ეს ჩხუბი არის - ან ყველაფერი ან არაფერი
დვალიშვილი: ომალისთვის ეს ჩხუბი არის - ან ყველაფერი ან არაფერი