ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, დემეტრიუს ჯონსონი
Aa
Aa

„ჩარლზი რომ ვიყო, ილიას ასე ვეჩხუბებოდი“ | რას ამბობს დემეტრიუს ჯონსონი

UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დემეტრიუს ჯონსონმა მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა, რომელშიც ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან.

„ძლევამოსილი თაგვის“ თქმით, ოლივეირას ადგილზე ის ილიასთან „ქლინჩში“ შესვლას შეეცდებოდა.

„როგორც კი ილიასთან ქლინჩში შეხვალ, ვფიქრობ, ჯერჯერობით არ გვინახავს, როგორ ჩხუბობს ილია ასეთ მდგომარეობაში. თუ ჩარლზს ეს გამოუვა და საქმეში მუხლებსაც ჩართავს, ძალიან საინტერესო იქნება იმის ნახვა, რას დაუპირისპირებს ამას თოფურია.

მე რომ ვეჩხუბებოდე, ქლინჩში შესვლაზე ვიმუშავებდი. დისტანციაზე ის წარმოუდგენლად ძლიერია და შეეცდება, ეს უპირატესობა გამოიყენოს. თუ მე დავარტყამ, ის თავს დაიცავს, შემდეგ კი თავად წამოვა შეტევაზე ან შეეცდება, ტეიქდაუნი გამიკეთოს. რა შეიძლება მემუქრებოდეს ქლინჩში?“ - განაცხადა ჯონსონმა ტიმ უელჩთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, თოფურიასა და ოლივეირას ჩხუბი 29 ივნისს გაიმართება და UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.
მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რას მისი მფლობელი ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: ომალისთვის ეს ჩხუბი არის - ან ყველაფერი ან არაფერი
დვალიშვილი: ომალისთვის ეს ჩხუბი არის - ან ყველაფერი ან არაფერი