მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

„უსამართლო და მიკერძოებული მსაჯი, ჩაწყობილი ტურნირი“ | ზიკოს კომენტარი

ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელმა მოსტაფა ზიკომ ფრანსუა ლეტექსიე გააკრიტიკა. ფრანგმა არბიტრმა არგენტინისა და ეგვიპტის ნაკრებების მატჩი იმსაჯა, რომელიც „ალბისელესტემ“ 3:2 მოიგო, მისი დასრულების შემდეგ კი ზიკომ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ მთავარი არბიტრი მატჩის პირველივე წუთიდან მიკერძოებული იყო. ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩვენს შეჩერებასა და თამაშიდან გამოთიშვას ცდილობდა.

უსამართლო მსაჯი იყო. მან მთელი ქვეყნის ოცნება გაანადგურა. არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ვულოცავ. ეს ტურნირი ჩაწყობილია და მათ მეტი არაფერი სჭირდებათ, აღარც ითამაშონ. მსაჯი უსამართლო, უსამართლო, უსამართლო, უსამართლო იყო. არგენტინასა და მსაჯს მოგებას ვულოცავ. ნამდვილი გამარჯვება ჩვენ გვეკუთვნის“.

შეგახსენებთ, რომ 58-ე წუთზე ეგვიპტეს გოლი გაუუქმეს, რომლითაც ანგარიში 2:0 ხდებოდა. „ფარაონებმა“ 2:0 მაინც დააფიქსირეს, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. როდესაც „ალბისელესტემ“ ანგარიში 3:2 გახადა, ეგვიპტელები თამაშის წესის დარღვევის დაფიქსირებასა და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ ეს არ მომხდარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პრობლემები გვაქვს, ფეხბურთელები ჭარბი წონით ჩამოვიდნენ“ - ზირას პრესკონფერენცია
„პრობლემები გვაქვს, ფეხბურთელები ჭარბი წონით ჩამოვიდნენ“ - ზირას პრესკონფერენცია