ნეიმარი, ლოთარ მათეუსი
Aa
Aa

„ბრაზილიის მარცხი ძალიან გამიხარდა“ - მათეუსმა ნეიმარი გააკრიტიკა

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალიდან ბრაზილიის ნაკრების გამოთიშვამ როგორც გულშემატკივრებს, ასევე ვეტერან ფეხბურთელებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევს, რომ პირველ ნახევარში გაფუჭებული პენალტისა და მეტოქის კართან შექმნილი უამრავი საგოლე მომენტის გამო, სელესაომ მარცხი არ დაიმსახურა. თუმცა, სრულიად საპირისპირო აზრზეა გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსი, რომელმაც როგორც პენტამპეონები, ასევე მათი მეათე ნომერი ნეიმარი მკაცრად გააკრიტიკა.

რას ამბობს მათეუსი

ბრაზილიის ნაკრების გავარდნა ძალიან გამიხარდა, აღარ შემეძლო მათი წუწუნისა და უაზრო ჟესტიკულაციის ყურება. იმის მაგივრად, რომ პენალტი სწრაფად შეესრულებინა, ნეიმარმა დრო ნორვეგიელთა მეკარესთან კამათში გაიყვანა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ის პირად წარმატებას გუნდზე წინ აყენებდა.

ბრაზილიელებს მოვუწოდებდი, რომ სამომავლოდ მაგალითი საფრანგეთის ნაკრებისგან აიღონ. რამდენი პროვოკაცია შეხვდათ პარაგვაელებისგან და მიუხედავად ამისა, ისეთ სუპერვარსკვლავებსაც კი, როგორებიც კილიან მბაპე და უსმან დემბელე არიან, გაცნობიერებული აქვთ, რომ წარმატება გუნდური თამაშის გარეშე არ მოდის.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 130 მატჩში ნეიმარის ანგარიშზე 80 გოლია, რითაც ის სელესაოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მუნდიალიდან გამოთიშვის შემდეგ კი მან სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ჩემი ბავშვი ესპანეთს უქომაგებს, სახლში არ შევუშვებ | კურტუა ამერიკასთან გამარჯვების შემდეგ
თუ ჩემი ბავშვი ესპანეთს უქომაგებს, სახლში არ შევუშვებ | კურტუა ამერიკასთან გამარჯვების შემდეგ