მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

დვალიშვილი: ომალისთვის ეს ჩხუბი არის - ან ყველაფერი ან არაფერი

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ალჯამეინ სტერლინგის პოდკასტში, შონ ომალიზე ილაპარაკა.

ქართველი „მანქანას“ თქმით, რევანშზე დათანხმებით, „შუგამ“ ძალიან გარისკა.

„ომალისთვის ეს ჩხუბი არის - ან ყველაფერი ან არაფერი, რადგან მან ბევრი რამ დაკარგა. მას კარიერაში ბევრი ცვლილება აქვს. ადრე ის ჩემპიონი იყო, რაშიც ბევრს ეჭვი ეპარებოდა. თუმცა ვიცი, რომ ის ძალიან მოტივირებულია და რისკავს“, - თქვა მერაბმა.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და შონ ომალის ჩხუბი 7 ივნისს (თბილისის დროით, 8 ივნისს) გაიმართება და UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ეს არის მისი გეგმა, მაშინ სულელი ყოფილა“ - ომალიმ მერაბზე ისაუბრა
„თუ ეს არის მისი გეგმა, მაშინ სულელი ყოფილა“ - ომალიმ მერაბზე ისაუბრა